რა არის ტმ?

ტრანსცენდენტული მედიტაცია, ანუ მოკლედ ტმ, რომელიც ფართოდ იქნა გავრცელებული სამყაროში მაჰარიში მაჰეშ იოგის მიერ, არის მარტივი და ბუნებრივი ტექნიკა გონებისთვის, რომელიც დღეში ორჯერ 20 წუთის განმავლობაში სრულდება დახუჭული თვალებით მოხერხებულ, დამჯდარ მდგომარეობაში.

ის ადვილად სასწავლი და სასიამოვნო შესასრულებელია. ტმ ჩვენს ცნობიერ გონებას აძლევს ცნობიერების უფრო ღრმა დონეებში სრულიად ბუნებრივი გზით ჩაწვდენის და მაშასადამე ტრანსცენდირების საშუალებას. ეს კი ნიშნავს ფიქრის ყველაზე დახვეწილი იმპულსის მიღმა გადასვლას და წმინდა ცნობიერების შეგრძნებას, რაც წარმოადგენს ფიქრის წყაროს – უსასრულო შემოქმედებითობისა და გონებრივი შესაძლებლობების სფეროს.

ამ ‘მშვიდი სიფხიზლის’ მდგომარეობაში ყოფნისას გონება  ღრმა დონეზე განიცდის სიმშვიდეს. ის ამავდროულად სრულ სიფხიზლეს ინარჩუნებს, ხოლო ტვინი ფუნქციონირებისას მზარდი კოჰერენტულობა შეიმჩნევა. დასვენებულობის ეს  მდგომარეობა დაახლოებით ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ღრმა ძილის დროს მიღებული დასვენება. ღრმად ჩამჯდარი სტრესი და დაძაბულობა იწყებს გაქრობას, ხოლო გონება და სხეული განახლებულ ძალებს იძენს და გვაძლევს საშუალებას მეტი ენერგიითა და სიცხადით დავტკბეთ ცხოვრებით. ტმ პრაქტიკით მიღებული სასარგებლო ეფექტი მთელი დღის განმავლობაში დაგვყვება.

ბევრმა ადამიანმა დაადასტურა, რომ ტმ პრაქტიკის შედეგად მიღებულმა დამატებითმა ენერგიამ და სიცხადემ ეფექტურად დაზოგა მათი დრო. ტრანსცენდენტული მედიტაციის რეგულარული და  ხანგრძლივი პრაქტიკით მიღწეული შედეგი დროთა განმავლობაში იზრდება. თუმცა ახალი მომედიტირეები ხშირად ამჩნევენ, რომ პრაქტიკის შესწავლისთანავე თავს უკეთ გრძნობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ეს ასევე დადებითად ვლინდება მათ ურთიერთობებზე გარშემომყოფებთან და ისინი მეტად წარმატებულები ხდებიან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტმ იმდენად მარტივი და ძალდაუტანებელია, რომ ბავშვებსაც კი უკვე 4 წლის ასაკიდან  შეუძლიათ მისი დაუფლება. ტრანსცენდენტული მედიტაცია ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანისთვისაა სასარგებლო. ტრანსცენდენტული მედიტაციის პრაქტიკა არ მოითხოვს ცხოვრების განსაკუთრებული წესის შემოღებას. ის არც იდეოლოგიის თუ რელიგიური რწმენის შეცვლას საჭიროებს. სხვადასხვა კულტურული ტრადიციის, თუ რელიგიისა და სოციალური წარმოშობის მქონე ადამიანი ასრულებს ტრანსცენდენტული მედიტაციის პრაქტიკას.

ტმ ჩვენს სხეულსა და გონებას აძლევს საშუალებას საკუთარ თავში ღრმად დაეუფლოს ბუნების არსს. მისი მეშვეოობით ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვამჩნევთ აღსანიშნავ გაუმჯობესებას – გონებრივად, სხეულით, ქცევით, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობით.

ტმ-ს პრაქტიკით შესაძლებელია შემდეგი სახის სარგებლის მიღება:

  • შინაგანი სიმშვიდის მიღწევა
  • სტრესისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი შემცირება
  • ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესება
  • შფოთვის შემცირება
  • ცნობიერების უფრო მაღალი მდგომარეობის მიღწევა
მეცნიერული კვლევა ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე

380-ზე მეტმა რეცენზირებულმა კვლევამ დაადასტურა ტრანსცენდენტული მედიტაციის სარგებლობა ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე სტრესისა და სტრესთან დაკავშირებული აშლილობის შემცირების, ასევე ჰიპერტონიის, დეპრესიისა და უძილობის კუთხით. ამავდროულად აღინიშნება კრეატიულობის, ენერგიისა და ყურადღების ფოკუსირების ზრდა. ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევები წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და ძლიერ კვლევით ორგანოს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოდესმე ჩატარებულა რომელიმე, ადამიანის პოტენციალის განსავითარებელ პროგრამაზე. ტმ პროგრამაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევების ამსახველი მონაცემები გამოქვეყნებულია მსოფლიოს 100-ზე მეტ წამყვან მეცნიერულ ჟურნალში, რომელიც ადასტურებს მის სარგებელს ცხოვრების ყველა სფეროში.

ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევების სანახავად დააჭირეთ აქ.

NIH

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გულის დაავადების, ჰიპერტონიისა და ინსულტის პრევენციასა და მკურნალობაზე ტრანსცენდენტული მედიტაციის ეფექტის გამოსაკვლევად გამოყო გრანტი 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

ამ კვლევის მონაცემთა მიხედვით:

  • შემცირდა ჰიპერტონიის, დიაბეტისა და ჭარბი წონიანობის რისკის ფაქტორი (გამოქვეყნებულია ‘ამერიკის სამედიცინო ასოციაციის შიდა დაავადებების არქივ’-ში)
  • იმატა სიცოცხლის ხანგრძლივობამ (გამოქვეყნებულია ‚ამერიკის კარდიოლოგიის ჟურნალში)
  • იკლო კორონარული არტერიების გასქელებამ (გამოქვეყნებულია ‘ამერიკის გულის ასოციაციის ინსულტ’-ში)
  • სხვა პროცედურებთან შედარებით იკლო არტერიულმა წნევამ (გამოქვეყნებულია ‘ეთნიკურობა და დაავადება’-ში)
  • იკლო გულის უკმარისობამ (გამოქვეყნებულია ‘ეთნიკურობა და დაავადება’-ში)
  • შემცირდა ჰიპერტენზიული მედიკამენტების მოხმარება (გამოქვეყნებულია ‘ჰიპერტონიის ამერიკულ ჟურნალ’-ში)
  • გაძლიერდა ტვინის მდგრადობა სტრესისა და ტკივილის მიმართ (გამოქვეყნებულია ‘ნეირორეპორტ’-ში)
Transcending

ტრანსცენდენტული მედიტაცია უნიკალურია. ის ფუნდამენტურად განსხვავდება მედიტაციისა და რელაქსაციის სხვა სისტემებისგან. მედიტაციის დროს ტვინის აქტივობაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ ‘ცნობიერება და შემეცნება’-ში, გამოვლინდა მედიტაციის სამი ძირითადი კატეგორია: ფოკუსირებული ყურადღება, ღია მონიტორინგი და გონებრივი სიცხადე, და ავტომატური თვით-ტრანსცენდირება. ავტორებმა ეს უკანასკნელი  მიაკუთვნეს ახალ კატეგორიას ტრანსცენდენტული მედიტაციის აღწერის მიზნით. ტრანსცენდირების უნარი ტრანსცენდენტულ მედიტაციას ფუნდამენტურად განასხვავებს მედიტაციის სხვა ფორმებისგან. სხვა პროცედურების დროს საჭიროა კონცენტრაცია (გონების თუ ყურადღების კონტროლის გზით) ან დაკვირვება (რაიმე სახის აქტიური ფიქრის პროცესს). შესაბამისად მედიტაციის სხვა სახეობები გონების აქტიურ მდგომარეობას ინარჩუნებენ, რაც აბრკოლებს ტრანსცენდირების პროცესს.

ანალოგიურად რომ ვიმსჯელოთ, გონება ოკეანეს ჰგავს – ის ზედაპირზე  მუდმივ მოძრაობაშია, თუმცა მის სიღრმეში  სიჩუმე და ძალა სუფევს. ტრანსცენდენტული მედიტაცია განაპირობებს ამ ოკიანის უხმო სიღრმეში ჩაღწევას სრული ძალისხმევის გარეშე და გვეხმარება ჩავეშვათ წმინდა ცნობიერების უსასრულო მდგომარეობაში. როდესაც გონება ჩუმდება, ჩვენი სუნთქვა მშვიდდება, ხოლო კუნთები მოდუნებულია. გონება მიმართულია შიგნით, ფიქრის მიღმა, ცნობიერების ყველაზე უხმო და მშვიდი დონისკენ – ჩვენი უშინაგანესი მესკენ. ტრანსცენდირება ნიშნავს რაღაცის მიღმა გადასვლას. როდესაც გონება ყველა მოქმედების მიღმაა გადასული, სწორედ მაშინ გრძნობს ის თავის შინაგან მე-ს, რაც გამოიხატება ღრმა სიმშვიდისა და სრული სიჩუმის – ტრანსცენდენტული ცნობიერების სახით.

„ყველასთვის შესაძლებელია საკუთარ თავში ღმად ჩაღწევა და გონების ავსება შინაგანი ბედნიერებით ამ უსაზღვრო წმინდა ინტელექტის მეშვეობით, რომელიც ფიქრის სათავეში მდგომარეობს.“ – მაჰარიში მაჰეშ იოგი

ტრანსცენდენტული მედიტაცია სათავეს იღებს უძველესი ვედური ცოდნის ტრადიციიდან. მისი ფესვები ჰიმალაის ინდოეთის მხარეებიდან მოდის. მაჰარიში მაჰეშ იოგიმ ტმ-ის სწავლება მსოფლიოს ყველა კუთხეში მისი ვედური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პრაქტიკული კუთხით 1958 წელს დაიწყო. მისი კვლევა ძირითადად ორიენტირებულია ცნობიერების სფეროსა და ცნობიერების უფრო მაღალი დონეების განვითარებაზე – ჩვენი სრული სულიერი პოტენციალის გამოვლენაზე.

დასკვნა ტრანსცენდენტული მედიტაციის სარგებლიანობაზე

  • ტმ რელაქსაციის ნებისმიერ სხვა მეთოდზე უფრო ეფექტურია – ტმ არ საჭიროებს არც კონცენტრაციას, არც დაკვირვებას და ადამიანის გონებას  საშუალებას აძლევს ჩვენი ცნობიერების ყველაზე უხმო შრეებში ყველაზე ბუნებრივი გზით ჩააღწიოს და მენტალური აქტივობის მიღმა გაავიდეს (‘მოახდინოს ტრანსცენდირება’). ამგვარად, ფიზიოლოგია ახდენს ძალების აღდგენას, რაც ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ღრმა ძილის დროს მიღებული დასვენება.
  • ტმ მეცნიერულად ყველაზე მეტად გამოკვლეული რელაქსაციისა და თვით-განვითარების მეთოდია – მისი სარგებლის მომტანი ეფექტი ბოლო 45 წლის განმავლობაში ჩატარებული 380-ზე მეტი რეცენზირებული კვლევის მიხედვით ცხოვრების ყველა სფეროში დასტურდება.
  • ტმ უტყუარი და სისტემატურია – ტმ-ის წარმომავლობა უძველესი ვედური ცოდნის ტრადიციიდან მოდის და მის სიწმინდესა და ეფექტურობას უამრავი თაობები იცავდნენ. ტმ-ის ტექნიკა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეისწავლება ამავე სისტემით სერტიფიცირებული ტმ მასწავლებლების მიერ.
  • ტმ არ მიეკუთვნება რაიმე იდეოლოგიას – ტმ უბრალოდ გონებრივი პროცედურაა, რომელიც ადამიანის გონების ბუნებრივ პრინციპებს ეფუძვნება და ამ პრაქტიკას წარმატებით ასრულებენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და სოციალური წარმომავლობის მქონე ადამიანები
  • ყველას შეუძლია ტმ-ის მარტივად შესწავლა და შესრულება – მის შესასწავლად არ არის საჭირო წინასწარ რაიმე ცოდნის თუ გამოცდილების მიღება. ტმ არ საჭიროებს რაიმე სახის კონცენტრაციას თუ ფიქრების კონტროლს. ტრანსცენდენტული მედიტაცია სრულიად მარტივი, ძალდაუტანებელი და უვნებელი პროცედურაა.

თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ტმ-ის შესწავლის შესახებ, დააჭირეთ აქ.

FacebooktwitteryoutubeinstagramFacebooktwitteryoutubeinstagram