როგორ შევისწავლო ტმ?
ტრანსცენდენტული მედიტაციის შესწავლა 7-ეტაპიანი პროგრამისგან შედგება

1. გაცნობითი ლექცია – ტრანსცენდენტული მედიტაციისგან მიღებული ეფექტის მიმოხილვა (ხანგრძლივობა – 1 სთ.)

2. მოსამზადებელი ლექცია – როგორ მუშაობს ტრანსცენდენტული მედიტაცია (ხანგრძლივობა – 1 სთ.)

3. პირადი გასაუბრება ტმ მასწავლებელთან (ხანგრძლივობა – 15 წთ)

4. პერსონალური ინსტრუქცია ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე (ხანგრძლივობა – 1 სთ.)

5. პირველი შეხვერა პერსონალური ინსტრუქციის შემდეგ – ტმ პრაქტიკის გამყარება (ხანგრძლივობა – 1.5 სთ)

6. მეორე შეხვერა პერსონალური ინსტრუქციის შემდეგ – ტმ პრაქტიკის შესახებ მიღებული ცოდნის გაღრმავება (ხანგრძლივობა – 1.5 სთ)

7. მესამე შეხვერა პერსონალური ინსტრუქციის შემდეგ – რეგულარული ტმ პრაქტიკის მიზნის საჭიროება (ხანგრძლივობა – 1.5 სთ)

სამი თანმიმდევრული შეხვედრა ეწყობაზედიზედ სამ დღეს პერსონალური ინსტრუქციის შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტმ-ის შესწავლას დღეში 1-1.5 საათი ეთმობა  ოთხი დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ ტრანსცენდენტული მედიტაციის პერსონალური ინსტრუქცია ტარდება კვირაობით, ხოლო მომდევნო სამი თანმიმდევრული შეხვედრა შესაბამისად ინიშნება ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს საღამო საათებში. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია  სწავლების განრიგი მოვარგოთ თქვენთვის მოხერხებულ საათებს.

ტმ-ის სწავლების 7-ეტაპიანი კურსის დასრულებისთანავე, თქვენ უკვე შეგიძლიათ მასწავლებლისგან დამოუკიდებლად შეასრულოთ ტრანსცენდენტული მედიტაცია. თუმცა თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა პერიოდულად შეამოწმოთ თქვენი ტ.მ. პრაქტიკის სისწორე თქვენს ტ.მ. მასწავლებელთან, ასევე მიიღოთ მონაწილეობა ყოველკვირეულ ჯგუფურ მედიტაციებში და დაესწროთ მოწინავე ლექციებს ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე.

ტმ კურსის საფასური საქართველოში

ტრანსცენდენტული მედიტაციის სწავლების კურსის საფასური საქართველოში შეადგენს 400 ლარს ყველასთვის, ვისი ასაკიც განისაზღვრება 25-დან 60 წლამდე. ხოლო 25 წელს ქვემოთ და 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებისთვის საფასური შეადგენს 200 ლარს.

მათთვის, ვინც ფინანსურ საჭიროებას განიცდის, დევიდ ლინჩის ფონდმა უზრუნველყო კურსის საფასურის 50% დაფარვა. დაფინანსების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

 

თუ გსურთ ინფორმაციის მიღება თბილისში მოღვაწე ტმ მასწავლებლების შესახებ, დააჭირეთ აქ.