მაჰარიში მაჰეშ იოგი

მაჰარიში მაჰეშ იოგი მიჩნეულია მსოფლიოს წამყვან ექსპერტად ცნობიერების სფეროში. მისი ვედური სწავლება და ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში ავლენს ბუნებრივი კანონზომიერების სრულ პოტენციალს და წარმოადგენს ცხოვრების ყველა სფეროს გაუმჯობესების წინაპირობას, აღიარებულია, როგორც ყველაზე ეფექტური პროგრამა ადამიანური პოტენციალის განვითარებისთვის.

მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაცია, როგორც ცნობიერების ვედური ცოდნის პრაქტიკული ასპექტი, თვითრეალიზაციისთვის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და მეცნიერულად მრავალგზის შესწავლილი მეთოდია.

მისი სწავლების 50 წლის განმავლობაში, მაჰარიშიმ 40,000 ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი გაწრთვნა.

80,000-ზე მეტმა ადამიანმა შეისწავლა ტმ სიდჰის პროგრამა, იოგის საფრენი ტექნიკის ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს განვითარებულ პროგრამას. ის აჩქარებს ცნობიერების უფრო მაღალი მდგომარეობის მიღწევას. მას ასევე აქვს ძლიერი გაწმენდისა და ჰარმონიზაციის ეფექტი კოლექტიურ ცნობიერებაზე, განსაკუთრებით თუ ის დიდ ჯგუფებში სრულდება.  სწორედ ამ მიზნით  ხდება ტმ სიდჰის პროგრამის პრაქტიკოსთა დიდი ჯგუფების შედგენა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ამჟამად 9,000 ასეთი ექსპერტის ჯგუფი არის შეკრებილი ინდოეთის ცეტრალურ ადგილ “ბრამასტანში”. ამ რაოდენობის მქონე ჯგუფს მშვიდობის დამყარების ეფექტი გააჩნია მთელი სამყაროსთვის ‘მაჰარიშის ეფექტის’ მონაცემთა შესაბამისად.

Global-Country-of-World-Peace

2000 წლის 7 ოქტომბერს მაჰარიშიმ ნიდერლანდების ქალაქ ვლოდროპში გახსნა მსოფლიო მშვიდობის ერთიანი ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს ყველა ქვეყნის გამაერთიანებელ პლატფორმას. მას მშობლის როლი აკისრია ერთა ოჯახში. მსოფლიო მშვიდობის ერთიან ქვეყანას წარმოადგენს ვედა – სრულყოფილი სწავლება ბუნებრივი კანონზომიერების შესახებ, რომელიც სრულყოფილ წესრიგში მართავს სამყაროს უსასრულო მრავალფეროვნებას. ამ კონსტიტუციის საფუძველზე  თითოეული ქვეყნისთვის პრევენციაზე ორიენტირებული და პრობლემებისგან გათავისუფლებული მართვის შთაგონება და ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და აყვავების დამყარება წარმოადგენს მსოფლიო მშვიდობის ერთიანი ქვეყნის მიზანს.

ყველა ის მიღწევა, რომელსაც მაჰარიში მიაწერს თავის სულიერ მასწავლებელს გურუ დევ, სვამი ბრაჰმანანდა სარასვატი, მაჰარაჯ, ჯაგადგურუ, შანკარაჩარაია ჯიოტირ მათ, ბადარიკაშრამ, ჰიმალაიდან, რომელიც იყო ვედ მასწავლებელთა უძველესი ტრადიციის მქონე ვედური სიბრძნის განმანათლებელი.

მაჰარიშის გლობალურმა აქტივობებმა საფუძველი ჩაუყარა  ახალი ერის დაწყებას მთელი კაცობრიობისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნებრივ კანონზომიერებასთან შესაბამისობაში ცხოვრება და ცნობიერების სრული პოტენციალის გამოყენება. ვედური ტერმინოლოგიის მიხედვით ამ ახალ ერას “სატ-იუგა” ანუ სამოთხე დედამიწაზე ეწოდება.

FacebooktwitteryoutubeinstagramFacebooktwitteryoutubeinstagram