10 მიზეზი თუ რატომ სჭირდება ტმ ყველა ბიზნესს

ბიზნეს სიახლეები

თუ რატომ, ამას ტოპ აღმასრულებელი ხელმძღვანელები და გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები გაგვიმარტავენ

ავტორი ჯეიმს ჯი. მიდი, მეცნიერებათა დოქტორი

ბევრი საწარმო სთავაზობს ტრანსცენდენტული მედიტაციის (ტმ) ტექნიკას თავიანთ თანამშრომლებს, როგორც ეს თავიანთი გუნდებისთვის ოპრა უინფრიმ და კეიტი პერიმ გააკეთეს.

ტმ ტექნიკა საკმარისი აქტუალობით უოლ სტრიტზეც სარგებლობს. მაგალითად 160 მლრდ. დოლარიანი ინვესტიციის მქონე კომპანია Bridgewater Associates დამფუძვნებელი – რეი დალიო, ტმ კურსის შესწავლას თავის  735 თანამშრომელს სთავაზობს, რომელთაგან 500-მდე მუშაკი უკვე ასრულებს ამ ტექნიკას.

ათასობით ბიზნეს წარმომადგენელი სტრესისგან გათავისუფლების, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის თუ კრეატიულობის გაზრდის მიზნით ასრულებს ტმ ტექნიკას

ქალაქ ნიუ იორკში მდებარე დევიდ ლინჩის ფონდის ტმ ცენტრის განცხადებით, ბევრი სხვა კომპანიაც ჩაება ამ დინებაში და ასობით უოლ სთრიტის საქმოსანმა გაიარა ტმ კურსი.

გარდა ამისა, ამა წლის აპრილში ჟურნალ Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით “მარველის ტოპ აღმასრულებლები გატაცებულნი არიან ამ ყოველდღიური თავის მოვლის პრაქტიკით.”

ამ თვალსაჩინო მაგალითების მიუხედავად ტმ ტექნიკა არ არის ფართოდ გავრცელებული, როგორც ბიზნეს სტრატეგიის ეფეტქური ელემენტი.

არადა სულ მცირე ათი მიზეზი მაინც არსებობს იმისთვის, რომ კომპანიები დაფიქრდნენ თითოეული მათი თანამშრომლისთვის ტმ კურსის  ხელმისაწვდომობაზე.

ჟურნალ “Variety”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით “მარველის ტოპ აღმასრულებლები გატაცებულნი არიან ამ ყოველდღიური თავის მოვლის პრაქტიკით.”

1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება

 სტრესს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე. უახლესი კვლევების მიხედვით მუშაკების 80 % სამსახურში სტრესს განიცდის   და დაახლოებით ნახევარი ამტკიცებს, რომ სტრესის მართვის შესწავლაში დახმარებას საჭიროებს.

“მაშინაც კი, როდესაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა აღმაფრენას განიცდიდა, გასულ წელს სულ  უფრო მეტი ამერიკელი განიცდიდა სტრესის მომატებას, ბრაზსა და შფოთვას, ვიდრე წინა ათწლეულის მანძილზე.”

გამოცხადდა გალაპის 2018 წლის განახლებულ მონაცემებში. დადასტურებულია, რომ სტრესი მნიშვნელოვნად განაპირობებს დაავადებების წარმოქმნას დაწყებული უბრალო გაციებითა და სურდოთი, დამთავრებული სიმსივნით, დიაბეტითა და გულის შეტევით.

მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტმ ტექნიკის შესრულება აქრობს სტრესს და ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

მეცნიერებათა დოქტორმა, რობერტ ჰერონმა თავის გამოქვეყნებულ კვლევაში დაასკვნა, რომ სტრესის შემამცირებელი ტმ ტექნიკა შეიძლება  ეფექტური მეთოდი იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად.

როდესაც კომპანიის თანამშრომლები ტმ-ს ასრულებენ, მათში სტრესის შემცირებამ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებამ მართლაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს კომპანიის მთლიან საქმიანობას.

შესაბამისად, ტმ კურსს შეუძლია უკანვე აანაზღაუროს თანამშრომლების მომზადებაზე დახარჯული თანხები, რომლებიც გამოსაჯანმრთელებელ პროცედურებზე, ჰოსპიტალიზაციასა და შემცირებულ გაცდენებზე დაიზოგება.

როდესაც კომპანიის თანამშრომლები ტმ-ს ასრულებენ, მათში სტრესის შემცირებამ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებამ მართლაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს კომპანიის მთლიან საქმიანობას.

2. შემცირებული გაცდენები

თუ ადამიანი ავად არ არის, ის მოდის სამსახურში.

Executive Management Associates Inc-ში კომპანიის 30 პროცენტი ასრულებს ტმ ტექნიკას

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტმ ტექნიკის პრაქტიკა ამცირებს გაცდენებს და შესაბამისად ზოგავს თანხებს.

მართლაც დაავადების კონტროლისა და პრევენციის აშშ-ს ცენტრების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცდენების გამო გაწეული ხარჯები ყოველწლიურად 225.8 მლრდ დოლარს  ანუ ერთ თანამშრომელზე 1,685 დოლარს აღწევს.

მაშასადამე სამსახურში შემცირებული გაცდენები ტმ ტექნიკის შესასწავლად გაწეული ხარჯის უკან დაბრუნების მეორე საშუალებაა.

3. შემცირებული ბრუნვა

ჯანმრთელი თანამშრომლები ასევე მეტხანს რჩებიან მათ სამუშაო ადგილზე.

მენეჯმენტის აკადემიის ჟურნალის სტატია “ტრანსცენდენტული მედიტაცია და პროდუქტიულობის” მიხედვით, როდესაც ადამიანები  ტმ ტექნიკას ასრულებენ, ისინი სამუშაოს მზარდ კმაყოფილებას განიცდიან, შესაბამისად მეორეს მხრივ ტმ  მათ თავიანთი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში ეხმარება.

როგორ აისახება ეს ფაქტი კომპანიაზე?

კომპანიებს არ უწევთ ახალი თანამშრომლის საპოვნელად გაშვებულ რეკლამაზე ხარჯის გაწევა. ისინი არ კარგავენ იმ პროდუქტიულობას, რომელიც  თანამშრომელს არსებულ პოზიციაზე აკრეფილი მუშაობის სიჩქარით ჰქონდა მიღწეული. მათ არ უწევთ კვირების თუ თვეების დახარჯვა ახალი თანამშრომლის გამოწრთვნაზე, რომელიც მოგვიანებით ასევე შეიძლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ შეიპყროს და დატოვოს ეს სამსახური.

ადამიანური რესურსების მართვის საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ანაზღაურებადი თანამშრომლის ჩანაცვლების დანახარჯები ექვსიდან ცხრამდე თვის ხელფასის ოდენობას შეადგენს: “წელიწადში $60,000 შემოსავლის მქონე თანამშრომლისთვის ის შეადგენს $30,000-$45,000 ახალი კადრის აყვანასა და დატრენინგებაზე.”

თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტმ კურსი მათი სამუშაოთი კმაყოფილების ამაღლებით კომპანიებს აძლევს საშუალებას თანამშრომლეთა ბრუნვით გამოწვეული ხარჯების დიდი ნაწილი დაზოგონ.

როდესაც ადამიანები  ტმ ტექნიკას ასრულებენ, ისინი სამუშაოს მზარდ კმაყოფილებას განიცდიან, შესაბამისად მეორეს მხრივ ტმ  მათ თავიანთი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში ეხმარება.

 4. გაუმჯობესებული სამუშაო გარემო

ლინდსი ადელმანის სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუები და ვიდეო ნათლად ასახავს, თუ რამდენად ეხმარება ტმ ტექნიკის შესრულება სტუდიის დიზაინერებს, მხატვრებს, მენეჯერებსა და პერსონალს სამუშაო ეთიკისა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

ლინდსი ადელმანი, ლინდსი ადელმან სტუდიის დამფუძვნებელი და კრეატიული დირექტორი

გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე ასახულია მთელი რიგი სამუშაო უპირატესობები ბებიაქალებისა და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს გვერდითი უპირატესობები  ნებისმიერ ორგანიზაციას თუ პროფესიას შეიძლება წაადგეს, მათ, ვინც დაინტერესებულია თავისი თანამშრომლების გონებრივი სიჯანსაღით, ემოციური კომპეტენტურობითა და ძალების სწარფი აღდგენის უნარით.

“ჯგუფური შეთანხმებულობა ძლევამოსილი ინსტრუმენტია ორგანიზაციული ეფექტურობის მისაღწევად” როდესაც თანამშრომლები ტმ-ს ასრულებენ, მაჰარიშის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის პროფესორი – ენდრიუ ბერჯერსტოკის განმარტებით, რომელიც ასევე ფორჩუნ 500 კომპანიების აღმასრულებელთა რიგში შედიოდა, დააფუძნა ორი წარმატებული ბიზნესი და უამრავ ისეთ კომპანიას  უწევდა კონსულტაციას, როგორებიც არიან ოლსთეით ინშურანსი, აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო ნიშნის დაწესებულება და სოციალური სამსახურების ვირჯინიის დეპარტამენტი.

ტმ ტექნიკის შესრულება ეხმარება ლინდსი ადელმანის სტუდიის დიზაინერებს, მხატვრებს, მენეჯერებსა და პერსონალს სამუშაო ეთიკის, კრეატიულობისა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

 5ნაკლები დაღლილობა

 ჩვენ ყველას გამოგვიცდია სამსახურში დაღლილობა და მისი გავლენა ჩვენს სამუშაოსა თუ კოლეგებზე.

American Psychologist-ის მეტა ანალიზი, რომელშიც თავმოყრილია ტმ ტექნიკასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ფსიქოლოგიური კვლევის დასკვნა, გვიჩვენებს, რომ ტმ-ის შესრულება ღრმა დასვენებას უზრუნველყოფს, რაც ისეთი საკონტროლო მაჩვენებლებით იყო დადასტულებული, როგორიცაა სუნთქვის შენელებული დონე, კანის ბაზალური ელექტროგამტარობის შემცირება (კანის მზარდი რეზისტენტობა), პლაზმური ლაქტატის შემცირება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

EHS Today-ში გარემოსთვის,ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, “დაახლოებით 29,000 გამოკითხულ ზრდასრულ დაქირავებულ მუშაკთა შორის, 38 პროცენტმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ‘ენერგიისგან გამოცლა, გამოუძინებლობა თუ დაღლილობის გრძნობა’ გამოუცდიათ. მთლიანობაში დაკარგული პროდუქტიული დრო გადაღლილ თანამშრომლებისთვის კვირაში საშუალოდ 5.6 საათს შეადგენდა  მათ კოლეგებთან შედარებით, რომლებიც დაღლილობას არ განიცდიდნენ და მათი დროის დანაკარგი მხოლოდ 3.3 საათს შეადგენდა.”

როგორც  ტვინის ინტეგრაციასა და ბრწყინვალე ლიდერული უნარების გამომუშავებაზე ჩატარებულმა  უამრავმა კვლევამ აჩვენა, ტმ ტექნიკის შესრულება ღრმა დასვენების უზრუნველყოფით ეხმარება დაკარგული ძალების აღდგენაში.

ამ პუნქტის აღსანიშნავად ნიუ იორკში არსებული გოლდმან სეჩსის გლობალური რეკრუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკლ დესმარემ Financial Times-ს განუცხადა, რომ ტმ პრაქტიკა აძლიერებს როგოგრც მის გონებრივ სიცხადეს, ასევე უფრო ენერგიულს ხდის მას: “უპირატესობის ქონას თავისი პლუსი აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ მედიტაცია ამ უპირატესობას ხელს უშლის. ის ფოკუსს აძლიერებს.”

“უპირატესობის ქონას თავისი პლუსი აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ მედიტაცია ამ უპირატესობას ხელს უშლის. ის ფოკუსს აძლიერებს.”

  6. კრეატიულობა

კრეატიულობა ისეთი რამაა, რაც ბიზნეს სამყაროს თავდაყირა აყენებს. ჩვენ აღარ დავდივართ მაღაზიებში ისე ხშირად, რადგან უკვე სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი რამის შეძენა ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია, თანაც იმავე დღის მიწოდების სერვისით. მადლობა ამაზონს. შესაძლოა ჩვენ აღარ ვრჩებით ძვირადღირებულ სასტუმროში და ამის ნაცვლად ფეშენებელურ აპარტამენტს ან მყუდრო კოტეჯს Airbnb- ს დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვპოულობთ… და ვზოგავთ ფულს.

კრეატიულობა ეს არაა უბრალოდ გართობის ან  დროის  მხიარულად გატარების ფორმა. ის რეალურად თვითგადარჩენა უფროა სამყაროში, სადაც ჯუნგლების კანონები მეფობენ.

საკულტო რეჟისორი დევიდ ლინჩი

მომედიტირე რეჟისორმა და პროდიუსერმა დევიდ ლინჩმა  მის პოპულარულ წიგნში დაიჭირე დიდი თევზი უკვდავყო ტმ-ის ღირებულება და კრეატიულობა. “იდეები თევზებივითაა. თუ პატარა თევზის დაჭერა გინდა, შეგიძლია ზედაპირულ წყალში დარჩე. მაგრამ თუ დიდი თევზის დაჭერა გსურს, უფრო ღრმად უნდა ჩაყვინთო,” წერს ის.

ლინჩი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ტმ ტექნიკის დახმარებით  ფიქრისა და გონების უფრო მშვიდ და ფართო დონეებს დავეუფლოთ. შედეგად სამუშაოს ახალი იდეებითა და მეტი კრეატიულობით ვუბრუნდებით.

საუბარი არაა იმაზე, რომ ამ 20 წუთიანი ტმ პრაქტიკით ვეცდებით გამოსავლის თუ გრანდიოზული იდეების პოვნას, მაგრამ რეგულარული მედიტაციითა და სტრესის შემცირებით, გაზრდილი კრეატიულობა და რთული სიტუაციების გადაჭრის გზები სპონტანურად გვეწვევა მედიტაციის შემდეგ.

ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ჰიკლერი საუბრობს ტმ პრაქტიკის შედეგად მის საქმიანობაში კრეატიულობის ზრდაზე. ასევე მარკ ჰესი, აწ უკვე პენსიაზე გასული დაჯილდოებული  რეალტორი, საზოგადოებრივი და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობების დირექტორი კრეატიულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას ტმ-ს მიაწერს.

უძრავი ქონების ინვესტორი ალექსანდერ ჯილისი თვილის, რომ ტმ პრაქტიკა მას ეხმარება უძრავ ქონებაში ისეთი ღირებულებების აღმოჩენაში, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. ის მათ შემდგომ მომგებიან შემოსავლის წყაროდ აქცევს.

ტმ ტექნიკის დახმარებით  შეგვიძლია ფიქრისა და გონების უფრო მშვიდ და ფართო დონეებს დავეუფლოთ. ამის შედეგად სამუშაოს ახალი იდეებითა და მეტი კრეატიულობით ვუბრუნდებით.

 7. პროდუქტიულობა

 გაუმჯობესებული პროდუქტიულობაც ხშირად გაუთვალისწინებული უპირატესობაა, რომელსაც ტმ ტექნიკა ბიზნეს მუშაკებს სთავაზობს. როდესაც ადამიანები ტმ-ს ასრულებენ, ისინი შემცირებულ სტრესს, ეფექტურობისა და კრეატიულობის ზრდას განიცდიან, რაც შირად სპონტანურად ამაღლებს მათ საბოლოო შედეგებს. ტმ-ის დახმარებით მუშაკები მხნედ და დასვენებულად გრძნობენ თავს, და მაშასადამე მეტად პროდუქტიულები არიან.

რობერტ დენიელსმა კარიერა საკვამურების მწმენდავად დაიწყო და რამოდენიმე წელიწადში წარმატებული კომპანია  – Copperfield Chimney Supply ჩამოაყალიბა. დიდი სტაჟის მქონე ტმ პრაქტიკოსს, რომელიც 1980-იანებში ოჯახთან ერთად  კალიფორნიიდან იოვას შტატის ქ. ფეარფილდში გადავიდა, პატარა ქალაქში, სადაც მაჰარიშის მენეჯმენტის უნივერსიტეტი მდებარეობს. იქ მას დიდი წარმატება ხვდა წილად.

Academy of Management Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებმა, რომელთაც ისწავლეს ტმ ტექნიკა საკონტროლო ობიექტებთან შედარებით გაუმჯობესებული სამუშაო შედეგები აჩვენეს.

სრულიად შემთხვევით დენიელსმა თავისი კომპანია 3 მილიონზე მეტ აშშ დოლარად ჩიკაგოს სამეწამეო კაპიტალის ფირმას მიჰყიდა.

კიდევ არსებობს სხვა ლეგენდარული მაგალითები ტმ-ისა და წარმატებული პროდუქტიულობის შესახებ. აწ უკვე მოხსენიებული მილიარდერი ინვესტორი რეი დალიო მისი წარმატების დიდ ნაწილს ტმ პრაქტიკას აწერს.

ხოლო რაც შეეხება წარმატებულ UBS Wealth Management-ის მმართველ დირექტორს – მარკ აქსელოვიტზს, რომელმაც თავისი 18 საათიანი დღე უოლ სტრიტს, ფილანტროფიას, მსახიბობასა და სამ შვილს შორის გადაანაწილა. ტმ ასევე მისი წარმატების ფორმულაა.

ტმ-ის დახმარებით მუშაკები მხნედ და დასვენებულად გრძნობენ თავს, და მაშასადამე მეტად პროდუქტიულები არიან.

 8. გაუმჯობესებული მართვა

 როდესაც ცალკეული ადამიანები თუ კომპანიები ეუფლებიან ტმ ტექნიკას, არა თუ მხოლოდ თანამშრომლები ხდებიან უფრო ეფექტურნი თავიანთი სამუშაოს შესრულებისას, არამედ მათი ხელმძღვანელებიც, რომლებიც უფრო დიდ სიმაღლეებს აღწევენ.

Sony Pictures Home Entertainment-ისა და MGM Worldwide Home Entertainment-ის ყოფილი მმართველი

“მსოფლიო კლასის აღმასრულებელ დირექტორთა მოძიების კომპანიამ, კორნ ფერიმ, ჩაატარა კვლევა დაახლლოებით 500 აღმასრულებელ დირექტორზე”, ამბობს Sony Pictures Home Entertainment -ისა და MGM Worldwide Home Entertainment-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი  – დევიდ ბიშოპი, რომელიც ამჟამად საკუთარ მედია კომპანიას ხელმძღვანელობს. “მათ აღმოაჩინეს, რომ თვითშემეცნების მქონე აღმასრულებლებს 25 პროცენტით მაღალი ფინანსური შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც თვითშეგნების უნარი არ გააჩნდა.”

ტმ და მისი მოწინავე ტექნიკები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზა თვითშემეცნებისა და თვითგანვითარების გასაძლიერებლად. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ თვითრეალიზაციის უფრო მაღალი დონე სწორედ ტმ პრაქტიკოსთა შორის აღინიშნება.

“თვითშემეცნების მქონე აღმასრულებლებს, 25 პროცენტით მაღალი ფინანსური შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც თვითშეგნების უნარი არ გააჩნდა” Sony Pictures Home Entertainment-ისა და MGM Worldwide Home Entertainment-ის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბიშოპი.

 9. სპონტანური იღბალი

 არაფერი შეედრება საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნას, როდესაც სხვადასხვა შესაძლებლობები გვიჩნდება, ან საჭირო ადამიანებს ვხვდებით, რომლებიც ჩვენი ჩანაფიქრების ასრულებაში გვეხმარებიან. ბევრი მომედიტირე ბიზნეს წარმომადგენელი აღიარებს, რომ მზარდი “სინერგია” მთელს კომპანიას მოიცავს და ზრდის იღბლის შესაძლებლობებს.

აშშ-ში აღიარებული მაღალი ეფექტურობისა და სრული კომპენსაციის შესაძლებლობების კომპანია LTC Performance Strategies პრეზიდენტი ლარი კომპი, გრძნობს, თუ როგორ გაზარდა ტმ პრაქტიკამ  იღბალი მის ცხოვრებაში.

ლარი კომპი, LTC Performance Strategies-ის პრეზიდენტი

მისი კარიერის დასაწყისში ის განიცდიდა სირთულეებს მისთვის სასურველი HR პოზიციის დაკავებისას. მაგრამ “ერთხელ ტმ შეხვედრას დავესწარი და ერთ ძალიან მეგობრულ ჯენტლმენს გავესაუბრე, რომელიც  ფორჩუნ 100 კომპანიების HR-ისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მთავარი განყოფილების   ხელმძღვანელი აღმოჩნდა.” მან გასაუბრებაზე დამიბარა და მე მივიღე სამსახური. მაშინ 23 წლის ვიყავი, როდესაც ბირთვული კვლევის ცენტრისთვის კადრის მოძიებაზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობით ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

მომედიტირე ბიზნესმენმა ფრედ გრატზონმა მოულოდნელ წარმატებას მიაღწია მის Great Midwestern Ice Cream Co.-ში, სადაც ჟურნალ People-მა მისი მოცვის ნაყინი მთელს ქვეყანაში საუკეთესო ნაყინად აღიარა.

Chicago Tribune -ის სტატია აქვეყნებს “არასათანადოდ გაიჟღერებს, თუ უბრალოდ ვიტყვით, რომ იღბალმა მას გაუღიმა”

ფრედ გრატზონი – წარმატების გზა ზარმაცებისთვის: როგორ მივაღწიოთ ყველაფერს არაფრის კეთებით

როდესაც გრატზონი თავის კომპანიას აფუძნებდა, ნაყინის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ის ძალიან უყვარდა. გრატზონი თავის წარმატებას “აბრალებს” იმ ენერგიასა და სტრესისგან გათავისუფლებას, რომელიც ტმ-ის მეშვეობით მოიპოვა მისი თანამშრომლების ორ მესამედთან ერთად. “ტმ-ზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ის მუშაობს. ჩვენ აღარ გვიწევს ჩვენი ძრავები  დღეში 20 საათი ვამუშავოთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ”, განუმარტა მან Tribune-ს.

 ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელბიც ტმ ტექნიკას იყენებენ,  ასევე მოულოდნელი იღბლის სხვა მაგალითებიც მოჰყავთ. როდესაც მომედიტირეები ტრანსცენდირებენ და რეგულარულად განიცდიან წმინდა ცნობიერებას, ისინი სულ უფრო და უფრო ეწყობიან ცხოვრების არსს, რაც ხელს უწყობს და ამარტივებს მათი სურვიელბის ასრულებასა და მოქმედებების განხორციელებას.

“ტმ-ზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ის მუშაობს. ჩვენ აღარ გვიწევს ჩვენი ძრავები  დღეში 20 საათი ვამუშავოთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ”. Great Midwestern Ice Cream Co.-ს დამფუძვნებელი – ფრედ გრატზონი

 10. ჩაფიქრებული წარმატება

 მოკლედ, კომპანიები, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ტმ კურსს სთავაზობენ, ამჩნევენ, რომ ისინი რჩებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე და უფრო ბედნიერებიც არიან, გარდა ამისა წინანდელთან შედარებით ისე ხშირად არ ხდებიან ავად. თვითონ კომპანიაში ატმოსფერო უფრო მსუბუქი და სასიამოვნოა, და რათქმაუნდა გამამხნევებელიც.

თანამშრომლები და მათი მენეჯერებიც უფრო ცხადად აზროვნებენ, უკეთ ეთავსებიან ერთმანეთს და რაც ყველაზე მთავარია, უფრო კრეატიულები ხდებიან. ისინი დაუბრკოლებელ დინებაში ერთვებიან და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი მშვენივრად ასრულებენ იმას, რისი კონტროლის უნარიც შესწევთ, ხოლო იმაზე თუ რისი კონტროლიც მათ ძალებს აღემატება, კომპანიის ახალი სინერგია ზრუნავს. წარმატებაც არ აყოვნებს.

ლინდის ადელმანის სტუდიის თანამშრომლები ერთად ასრულებენ ტმ ტექნიკას

როგორც ჩანს ტმ ტექნიკა ყველდღიურად სულ უფრო მეტი აღიარებითა და ნდობით სარგებლობს აღმასრულებელ დირექტორთა თუ მმართველთა შორის. ვინ იცის? იქნებ შემდეგი თქვენი კომპანიაა?

 წყარო: https://enjoytmnews.org/10-reasons-every-business-needs-tm/#.XWOUoi2B3OT