ტრანსცენდენტული მედიტაცია, როგორც იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება

 

ამ სტატიაში თავმოყრილია მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლო საშუალებას წარმოადგენს ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკა (ტმ) სხვადასხვა ვირუსებისადმი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. აქ მოცემულია კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს თუ როგორ წაროიქმნება ტმ-ის დახმარებით მშვიდი სიფხიზლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სტრესის სრულიად საპირისპირო მდგომარეობას წარმოადგენს. მეცნიერული კვლევების თანახმად დასტურდება, რომ რეგულარულ მომედიტირეებს ლეიკოციტების ცირკულაციის უფრო მაღალი დონე აღენიშნებათ, რაც მათ ეხმარება სხვადასხვა ვირუსული თუ აივ ინფექციური დაავადებების დაძლევაში. სამედიცინო დახმარების მიღების სტატისტიკის მიხედვით მომედიტირეებს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი დონე აღენიშნებათ ყველა დაავადების კატეგორიაში, ხოლო ცხვირის, ყელისა და ფილტვების დაავადებების კატეგორიაში, რომელიც ასევე მოიცავს სხვადასხვა ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებს, როგორიცაა გაციება, სინუსური ინფექციები, მშრალი ხველა, ბრონქიტი და პნევმონია, ჰოსპიტალიზაციის დონე 73%-ით არის შემცირებული.

ამ სტატიაში განხილული კვლევა არ იძლევა დასტურს იმაზე, რომ თუ თქვენ მედიტირებთ COVID-19 ტიპის ვირუსზე გამოგიმუშავდებათ 100-იანი იმუნიტეტი, თუმცა აღწერს იმას თუ როგორ შეუძლია ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკას (ტმ) გააძლიეროს ჩვენი იმუნური სისტემა. ტმ გვეხმარება როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული დაავადებების თავიდან აცილებაში მშვიდი სიფხიზლის გამომუშავებით, რაც აძლიერებს ჩვენი სხეულის თვით-განკურნების უნარს. მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა ხდება ტვინში ტმ-ის დროს.
სურათი 1

მშვიდი სიფხიზლე: განკურნების უნიკალური მდგომარეობა.

ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გვიჩვენებს ტვინში სისხლის მიმოქცევის ცვლილებებს, რაც აქტიურობის ცვლილებაზე მიუთითებს. ტმ-ის დროს გადაღებული ტომოგრაფია გვიჩვენებს სისხლის ნაკადის შემცირებას ტვინის ღეროში განთავსებულ სასიცოცხლო ფუნქციის სამართავ ცენტრებში (აღნიშნულია ლურჯად), რაც იწვევს სუნთქვის, გულისცემის შენელებას და ა.შ. სისხლის ნაკადი ასევე მცირდება ნათხემში, რომელიც ჩვეულებრივ მართავს კუნთების ტონუსს, მოტორული აქტივობის ბალანსსა და კოორდინაციას. ტმ-ის დროს ნათხემში აქტივობის შემცირება განაპირობებს სხეულის მზარდ რელაქსაციას. ხოლო მაშინ, როდესაც სხეული ღრმა დასვენების მდგომარეობაში გადადის, შინაგანი გაცნობიერებულობა და სიფხიზლე მატულობს, რაც განპირობებულია შუბლის წილში სისხლის მიწოდების ზრდით (აღნიშნულია წითლად). ამგვარად, როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვიული სისტემა (სუნთქვის შენელება და ა.შ.)  ტმ-ის დროს მშვიდი სიფხიზლის ნათელ სურათს გვიხატავს. ეს მშვიდი სიფხიზლის მდგომარეობა განსხვავდება ჩვეულებრივი ძილის, სიფხიზლის, სიზმრის თუ სხვა სახის სამედიტაციო მდგომარეობებისგან. ის სხეულს ისეთ სუპერ დასვენებულ მდგომარეობას ანიჭებს, რომლის მიღებაც მას სხვაგვარად არ შეუძლია და ამას უდიდესი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ დამშვიდებული მდგომარეობის რეგულარული განცდა განაპირობებს სხეულის თვით-განკურნების მექანიზმის უფრო ეფექტურ მუშაობას.

1970 წლიდან ცნობილია, რომ ტმ გამოიმუშავებს დამშვიდებული სიფხიზლის მდგომარეობას. დამშვიდებულობა ვლინდება მთელი რიგი მაჩვენებლებით, როგორიცაა სუნთქვის შენელება, გულის ცემის შენელება, კანის გამტარიანობა და ა.შ. სიფხიზლეზე კი ტვინში სიხშირული ტალღების ზრდა (ალფა 1 (8-9 Hz) ეეგ) მიგვანიშნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დამშვიდებულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს შინაგანი სიფხიზლე, რომელიც არაფერ კონკრეტულზე არ არის ფოკუსირებულია.

ჩვეულებრივ დასვენებაზე მეტი რელაქსაცია. 

მეტა-ანალიზი არის ამ სფეროში ჩატარებული ყველა კვლევის სისტემატური სინთეზი. 32 კვლევის მეტა-ანალიზმა, რომელშიც ტმ შედარებულია ჩვეულებრივ დასვენებასთან ტმ-ის მსგავსად თვალდახუჭულ მდგომარეობაში, გვიჩვენა, რომ ტმ  გაცილებით მეტად ამცირებს პლაზმა ლაქტატის კლებას (მეტაბოლური შუალედური პროდუქტი), რაზეც მიგვანიშნებს  სხეულის ენერგიის აღდგენა; და ასევე

  • სუნთქვის რითმის შემცირება, რაც თავის მხრივ მიანიშნებს უფრო დამშვიდეობულ ფსიქოლოგიაზე;
  • კანის გამტარიანობის შემცირება, რომლის დროსაც ხელის გულები ნაკლებად ოფლიანდება, ასევე მიანიშნებს სტრესის დონის კლებაზე;
  • კორტიზოლის შემცირება, რომელიც სტრესის უმთავრესი ჰორმონია და მიანიშნებს მთლიანობაში სტრესზე რეაგირების კლებაზე .

ყველ ეს ცვლილება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სტრესის შედეგად წარმოიქმნება. ტმ პრაქტიკის დროს სტრესი მცირდება. რეგულარული პრაქტიკის წყალობით სხეული მედიტაციის გარეთაც ბუნებრივად ინარჩუნებს დამშვიდებულ, სტრესისგან თავისუფალ მდგომარებას. ვირტუალურად ყველა დაავადება სტრესის ნეგატიური გავლენის შედეგად წარმოიქმნება.  ტმ-ის ერთ-ერთი ეფექტი ვირუსული დაავადებების გამკლავებაში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ამცირებს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გადინებას სტრესული სიტუაციების დროს. მომედიტირე ხდება უფრო მშვიდი და უკეთ უმკლავდება სხვადასხვა სახის სტრესს.

სურათი 2.

კოჰერენტული ტვინის ფუნქციონირება. 

უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ალფა 1 ეეგ ტალღები ტმ-ის დროს კოჰერენტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინის ტალღები ერთმანეთთან შეწყობილად და სინქრონულადაა შეთავსებული, რაც განაპირობებს ტვინის ინტეგრირებული ფუნქციონირების გამომუშავებას. ზემოხსენებული პროცესები ზრდის ჩვენს ინტელექტს, კრეატიულობას, მეხსიერებას, მოტორულ ქცევას, ემოციურ სტაბილურობას და ამცირებს შფოთვას. ტმ მომედიტირე ნაკლებად ვარდება პანიკაში.

ძლიერი იმუნური სისტემა.

დადგენილია, რომ ტმ მომედიტირეებში ლიმფოციტების ცირკულირების დონე უფრო მაღალია, რაც აძლიერებს ორგანიზმის დაცვას ვირუსული დაავადებებისგან. ამავე კვლევით დასტურდება, რომ არამომედიტირე ჯანმრთელ კვლევის ობიექტებთან შედარებით ჯანმრთელ ტმ პრაქტიკოსებს აღენიშნებათ მეტი რაოდენობის:

  • T უჯრედები (CD3+CD4-CD8+ლიმფოციტები) რომლებიც ანადგურებენ ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებს და სიმსივნურ უჯრედებს;
  • B ლიმფოციტები, რომლებიც ახდენენ ბაქტერიებისა და ვირუსების მაგვარი უცხო სხეულების იდენტიფიცირებასა და ნეიტრალიზაციას;
  • ბუნებრივი მკვლელი უჯრედები, რომლებიც ახდენენ სწრაფ რეაგირებას ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებსა და ონკოგენეზზე.

ამ შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ტმ პრაქტიკას შეუძლია გაზარდოს ჩვენი სხეულის ვირუსული იფექციებისგან თავდაცვის უნარი.

სურათი 3.

გაუმჯობესება აივ პაციენტებში. 

ეს კვლევა ჩაუტარდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სტანდარტულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობასთან ერთად დამატებით ტმ-ის პრაქტიკას ასრულებდნენ. შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა პაციენტებისთვის  სტანდარტულ მკურნალობაში ტმ-ის დამატება. პაციენტები დაყვეს ორ ჯგუფად: ტმ და ჯანსაღი კვების საკონტროლო ჯგუფად. კვლევამ აჩვენა, რომ ანტირეტრო ვირუსულ მკურნალობაში ტმ-ის დამატებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტთა ზოგადი ჯანმრთელობა, მათ შორის აივ ფუნქციური შეფასების ქულები, რაც განისაზღვრებოდა ენერგიის მატებით, ღებინების კლებით, ტკივილის კლებით, ხველის კლებით, მკურნალობისგან გვერდითი მოვლენების კლებით, ავადმყოფობის შეგრძნების კლებითა და ოჯახური მოვალეობების შესრულების უნარის ზრდით.

სურათი 4.

წყარო: http://www.truthabouttm.org/documentFiles/Orme-Johnson-March-12-2020-TM-as-a-Tool-to-Strengthen-the-Immune-System.pdf