
ტმ ძალიან მარტივია
ნებისმიერს შეუძლია ტმ-ის შესრულება – მათ შორის ბავშვებს 4 წლის ასაკიდან.
ტმ ისწავლება პერსონალურად
თქვენ სიამოვნებას მიიღებთ ინდივიდუალური სწავლებისგან სერტიფიცირებულ ტმ მასწავლებელთან ერთად.

ვიდეო ცნობილი ადამიანების
მიერ გაზიარებული
გამოცდილებით ტრანსცენდენტილი
მედიტაციის პრაქტიკაში
გამოხმაურებები
„მე დავიწყე ტრანსენდენტული მედიტაციის შესრულება 1973 წელს და მას შემდეგ არცერთი მედიტაცია არ გამომიტოვებია. დღეში ორჯერ, ყოველ დღე. ამან მე მომცა ენერგიის, კრეატიულიბისა და ბედნიერების უშრეტ მარაგებზე მარტივი წვდომა ღრმად ჩემსავე თავში.“
„ტრანსცენდენტული მედიტაცია არის ჩემი წარმატების ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც მქონია ჩემს ცხოვრებაში.“
„ტმ უდიდესი საჩუქარია, რომელიც მაჰარიშიმ ჩვენ გადმოგვცა. ის სამოციანების ბოლო პერიოდში მოვიდა ჩვენთან, როდესაც ჩვენ ვეძებდით რაღაც ისეთს, რაც შეგვმატებდა მეტ სტაბილურობას, და ეს მთელი ჩვენი ცხოვრების საჩუქარი იყო. ეს ისეთი რამ არის, რასაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო.“
„ტმ ნამდვილად დამეხმარა მაშინ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ის ისეთი რამ არის, რის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს ან ჰქონდეს წვდომა.“
„როდესაც დაღლილობას, დაძაბულობას, შიშს ან დეპრესიას ვგრძნობ, მე ვაკეთებ მედიტაციას (ტმ). ის წმენდს ჩემს გონებას და უფრო დასვენებულად და ბედნიერად მაგრძნობინებს თავს.“
„არაფერმა ისე არ ამიხილა თვალი, როგორც ტრანსცენდენტულმა მედიტაციამ. ის დამშვიდებულად და ბედნიერად მაგრძნობინებს თავს და ასევე მანიჭებს სიმშვიდის შეგრძნებას ამ საკმაოდ ქაოტურ ცხოვრებაში.“
ჯორჯ ლუკასმა ტმ 1970-იან წლებში შეისწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას და არსებული ინფორმაციით დღესაც ასრულებს მას ყოველდღიურად.
„მე ტრანსცენდენტული მედიტაციის დიდი მხარდამჭერი ვარ. მე მას უკვე 40 წელია, რაც ვიყენებ. მე ვფიქრობ, რომ ის სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა ყველასთვის. საკმაოდ ბევრი კვლევა ჩტარდა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ტრანსცენდენტული მედიტაცია არის რაღაც ისეთი, რისგანაც ყველას შეუძლია სარგებლის მიღება. მე ვთვლი, რომ ეს უდიდესი სისტემაა, რომელიც საზოგადად ცხოვრებაში შეგიძლია გამოიყენო – წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ გავაკეთებდი ამას ამდენი წლის განმავლობაში.“
„ახლა მე მაქვს პასუხი კითხვაზე ‘რას აკეთებთ ხოლმე თავისუფალ დროს?’ სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ კბილის ექიმთან შეხვედრას დავლოდებოდი.’ ახლა კი შემიძლია ვთქვა ‘ამჯერად ტრანსცენდენტული მედიტაციის კლასიკური ვერსია ავითვისე.“
„ტმ ძალიან ღირებულია ჩემთვის. და მე მას დიდ რეკომენდაციას ვუწევ!“
„არ შემიძლია საკმარისად ვისაუბრო ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე. როგორც გონების, ისე სხეულის სიმშვიდე, ნამდვილი სიმშვიდე, საჩუქარია. ტმ-მა მასწავლა თუ როგორ შევწვდე ამ სიმშვიდეს და მივიღო ეს საჩუქარი ყოველ დღე.“
„მე მიყვარს მედიტირება, ჩვეულებრივ ტრანსცენდენტული მედიტაციის შესრულება. მე ის ჩემს ადრეულ 20-იან წლებში შევისწავლე და მივიღე მისგან სარგებელი.“
„მე გადავწყვიტე ტრანსცენდენტულ მედიტაციას დავყრდნობოდი, რომელიც საოცრად დამეხმარა ჩემი სტრესული ცხოვრების სირთულეების გადალახვაში.“
„ტმ ისეთი მარტივი შესასწავლია და ისეთი მარტივი შესასრულებელი. ამავდროულად იმხელა აღდგენითი პროცესი იწყება თქვენში და თქვენ სარგებელს იღებთ მთელს თქვენს ცხოვრებაში – ის ყველაფერს ცვლის.“
„დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც ტმ-ის კეთება დავიწყე და ამან ყველაფერი შეცვალა. ამით დღის დაწყება და ამით დღის დამთავრება საკმაოდ ძლიერ ეფექტს იძლევა. ოც წუთში შენ ამჩნევ განსხვავებას. როდესაც სიზარმაცის გრძნობა მეუფლება და რაღაც ისე არ არის, მე ვგრძნობ განსხვავებას. როგორც კი ვიღვიძებ, პირველ რიგში ამას ვაკეთებ.“
„ტრანსცენდენტული მედიტაცია კონცენტრირების, თვითდამშვიდების და საკუთარი თავის პერსპექტივის დანახვის საოცარი საშუალებაა. მას შემდეგ, რაც ტმ-ს შესწავლიდან პირველი კვირის განმავლობაში მას ვასრულებდი დღეში ორჯერ, გადაქანცვა და გადაღლა აღარ მიგრძვნია. თითქოს ჩემი სხეულის აღდგენა ძალიან ღრმა დონიდან ხდებოდა. ნაკლებად განვიცდი პანიკასა და შფოთვას და ყველაფერს გაცილებით უფრო მშვიდად აღვიქვამ. ასევე ძალიან კონცენტრირებულად და დასვენებულად ვგრძნობ თავს.“
„ტმ ერთადერთი მედიტაციაა, რომლის შესრულებიდან 20 წუთში გული მწყდება, რომ ის დამთავრდა. ეს ერთადერთი დროა, როცა სიმშვიდეს ვგრძნობ. ის ისეთ მშვიდობიან შეგრძნებას მანიჭებს. მე ის ძალიან მიყვარს.“
„(ტმ-ის მეშვეობით) ადამიანებს უკეთ სძინავთ; ადამიანებს უუმჯობესდებათ ურთიერთობები; ადამიანები სხვებთან უკეთ ურთიერთობენ. მისი შესრულების შემდეგ ასი პროცენტით უკეთ ვგრძნობ თავს.“
„ტმ გავლენას ახდენს ისეთ რამეებზე, რაზეც ვერც ვიფიქრებდით თუ მათი შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა. ტმ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრაქტიკაა, რომელიც ოდესმე შემისრულებია.“
„40 წელზე მეტია, რაც ტრანსცენდენტულ მედიტაციას ვაკეთებ. ტმ-ის პრაქტიკა ყველაფრის უფრო მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ. იცით ტმ-ს როგორ ავღწერდი? აი თქვენს ტელეფონს ხომ აქვს დამტენი. ის როგორც მთელი თქვენი სხეულისა და გონების დამტენია. აი სწორედ ესაა ტრანსცენდენტული მედიტაცია!“
„ერთერთი რამ, რამაც ტმ-ში ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც ის შევისწავლე, იყო მისი სიმარტივე. ეს არის მარტივი პრაქტიკა, რომელიც ამშვიდებს გონებას, ხოლო რამაც მომხიბლა ტრანსცენდენტულ მედიტაციაში, იყო მისი ეფექტურობა. სხვა არაფერი ისე არ დამხმარებია დამშვიდებასა და კონცენტრირებაში. მის ეფექტურობას განსაზღვრავს ის, რომ ბევრი არაფრის კეთება არ გიწევს, ხოლო მე, როგორც ძალიან ზარმაცი პიროვნება, ამას მეტად ვაფასებ.“
„ერთ-ერთი რამ – და ამას ამბობს მაღალი თვითკრიტიკისა და ამბიციების მქონე ადამიანი, – რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, არის ტმ. მარტივი მოქმედება, რომელიც მაძლევს საშუალებას 20 წუთის განავლობაში გავთიშო ტვინი დილას და 20 წუთი საღამოს, ბევრს არ მოითხოვს, მაგრამ საბოლოო ჯამში გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი სივრცე, იღებ იმას, რომ შენი სიფხიზლის მდგომარეობა იწყებს შენი სამედიტაციო მდგომარეობის დამსგავსებას.“
„ტმ-ს ჩემი 20-იანი წლების დასწყისიდან ვასრულებ და უნდა ვთქვა, რომ სიტყვებით საკმარისად ვერ გამოვხატავ მის მიერ ჩემს ცხოვრებაში მოძღვნილ საჩუქარს. მედიტაციამ მომანიჭა სიცხადე და სიმშვიდე ჩემს ყველაზე რთულ პერიოდებში, და ის დამეხმარა უკეთ შემეცნო საკუთარი თავი და საკუთარი მიზანი მეპოვა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად რთულია ცხოვრებისეული გაკვეთილები, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ადგილი, სადაც შეგვიძლია წავიდეთ და ვიპოვოთ სიმშვიდე – ის ჩვენშია.“
„ტრანსცენდენტული მედიტაცია ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ახლა, როდესაც თვითმფრინავში ვარ მე ვმედიტირებ, და ის მამშვიდებს. რადგან როდესაც გამუდმებით აეროპორტებსა და თვითმფრინავებში იმყოფები, ეს დიდი სტრესის მომგვრელია. ტრანსცენდენტული მედიტაცია მამშვიდებს ასეთ დროს და სასოწარკვეთილების შეგრძნება ქრება.“
„ჩემთვის ტმ-ის შესრულება არის საკუთარ თავთან დაკავშირების ყველაზე პირდაპირი გზა.“
„ხანდახან როცა ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობ ტმ-ს ვაკეთებ და ეს ტკივილი ქრება!
ეს არაჩვეულებრივია!“
ვიდეოები სხვადასხვა რელიგიისთუ რწმენის წარმომადგენლებზე, რომლებიც საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე ტრანსცენდენტული მედიტაციის შესახებ
ვიდეოები მაჰარიში მაჰეშ იოგის შესახებ, რომელმაც ტრანსცენდენტული მედიტაცია ჩამოიტანა ჰიმალაის მთებიდან
და მსოფლიოს ყველა კუთხეში გაავრცელა
ვიდეოები ტრანსცენდენტული მედიტაციის სარგებლიანობის შესახებ პოსტ-ტრავმული სტრესისას
სხვა საინტერესო ვიდეოები ტრანსცენდენტული მედიტაციის სარგებლიანობის შესახებ
